სილამაზე & ესთეტიკა
მენტალური ჯანმრთელობა
ბლოგი
თმის ბოტოქსი-პროცედურა ელასტიური და ჯანსაღი თმისთვის
სილამაზე

თმის ბოტოქსი-პროცედურა ელასტიური და ჯანსაღი თმისთვის

ბოლო წლებია განსაკუთრებით აქტუალური გახდა თმის სიჯანსაღესა და სილამაზეზე ზრუნვა სხვადასხვა სალონური პროცედურის მეშვეობით. ამ მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ პროცედურას წარმოადგენს თმის ბოტოქსი.  დასახელების მიუხედავად, თმის გაჯანსაღების ეს მეთოდი არ გულისხმობს რაიმე სახის ინექციური პროცედურის ჩატარებას.

თმის ბოტოქსი უზრუნველყოფს თმის დატენიანებას, ცილებითა და სხვადასხვა ვიტამინებით გამდიდრებას. პროცედურა   აღადგენს და აძლიერებს თმას და ამავდროულად, მას ხდის ჯანსაღს, მბზინვარესა და დამყოლს. მისი ეფექტიანობა მდგომარეობს იმაში, რომ პროცედურისას გამოიყენება ისეთი ინგრედიენტების კომბინაცია, როგორებიცაა: კერატინი, კოლაგენის კომპლექსი, E  და B5 ვიტამინები, ანტიოქსიდანტები და პეპტიდები. პროცედურისას ეს კომპონენტები აქტიურად მუშაობენ  დაზიანებული თმის აღსადგენად და გასაძლიერებლად, ამასთანავე უზრუნველყოფენ  თმის ყველაზე დაზიანებული ნაწილის აღდგენასაც კი.

თმის ბოტოქსი განკუთვნილია ყველა ტიპის თმისთვის, მისი საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს  60-90 წუთს, ხოლო  ეფექტი ნარჩუნდება საშუალოდ 4-6  თვის განმავლობაში.

თმის ბოტოქსის პროცედურა გამოიყენება თმის ისეთი პრობლემების წინააღმდეგ, როგორებიცაა: გაყოფილი ბოლოები, უსიცოცხლო და აფუებული თმა , მოცულობისა და მბზინვარების  არქონა.

პროცედურის შედეგად უმჯობესდება თმის ზოგადი მდგომარეობა,  მბზინვარებასთან ერთად იზრდება მისი ელასტიურობა და დამყოლობა.  აღნიშნული პროცედურა საუკეთესოა მათთვისაც, ვისაც სურს, რომ ყოველდღიურად ნაკლები  დრო დახარჯოს თმის მოვლასა და მოწესრიგებაზე. 

თმის ბოტოქსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ისიცაა, რომ  კერატინის მსგავსად ისიც  უზრუნველყოფს თმის გრძელვადიან გასწორებას, თუმცა, ამ ორ პროცედურას შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ თმის ბოტოქსი არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს.

თუკი გსურთ, რომ თქვენს თმას მიანიჭოთ ჯანსაღი ელფერი ყოველგვარი დაზიანების გარეშე, მაშინ თმის ბოტოქსის პროცედურა სწორი არჩევანია.

Share on Facebook
Brut Barbershop

ბიოლაინ ჯატო - გამორჩეული სივრცე საკუთარ თავზე ზრუნვისა და რელაქსაციისთვის

03.04.2025
სილამაზე
Brut Barbershop

Pliev's Studio-წარმატებული ქოლორ სტუდია თბილისში

22.01.2025
სილამაზე
Brut Barbershop

თმის ცვენა გაზაფხულზე-გამომწვევი მიზეზები და პრევენცია

26.03.2025
თავის მოვლა
რჩევები
Brut Barbershop

ონლაინ ჯავშნები-გზა რომელიც სტომატოლოგიურ კლინიკებში სტუმრობას მეტად კომფორტულს ხდის

10.01.2025
რჩევები
Brut Barbershop

რა გავლენა იქონია ონლაინ ჯავშნების სისტემებმა სილამაზის ინდუსტრიაზე?

27.12.2024
რჩევები
Brut Barbershop

Folie - მათთვის, ვისთვისაც ხარისხი და კომფორტი მნიშვნელოვანია

30.04.2025
სილამაზე
Brut Barbershop

როგორი უნდა იყოს სახის კანის მოვლის რუტინა ზამთარში?

17.01.2025
რჩევები
Brut Barbershop

მენტალური ჯანმრთელობა

06.01.2025
რჩევები
Brut Barbershop

Groove District-განსხვავებული და საინტერესო სერვისები ერთ სივრცეში

05.03.2025
სილამაზე