სილამაზე & ესთეტიკა
მენტალური ჯანმრთელობა
ბლოგი
როგორ დავუბრუნდეთ ყოველდღიურ რუტინას დღესასწაულების შემდეგ
რჩევები

როგორ დავუბრუნდეთ ყოველდღიურ რუტინას დღესასწაულების შემდეგ

 

დღესასწაულები სასიამოვნო ემოციებთან, მხიარულებასთან, დასვენებასა და განტვირთვასთან ასოცირდება. სადღესასწაულო პერიოდში ადამიანთა უმრავლესობა რამდენიმე დღით ივიწყებს თავის ყოველდღიურ რუტინას და ცდილობს, რომ მისთვის სასიამოვნო აქტივობებით  დაკავდეს.

დღესასწაულების  პერიოდი, უმეტესწილად, სულ რამდენიმე დღე გრძელდება,  დასვენებისა შემდეგ  სამუშაო რეჟიმთან დაბრუნება სტრესს, ზოგიერთ შემთხვევაში, კი დეპრესიასაც იწვევს.  ამის მიზეზი არის ის, რომ დასვენების შემდეგ  რთულია განახლებული ენერგიებითა და შემართებით  აქტიურ სამუშაო   რეჟიმზე გადასვლა.

იმისათვის, რომ დღესასწაულებიდან ყოველდღიურ რუტინასთან დაბრუნება ნაკლებად სტრესული, დამღლელი და გამაღიზიანებელი იყოს, ამისათვის საჭიროა რამდენიმე რეკომენდაცია გავითვალისწინოთ:

1.         ეცადე თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ დაუბრუნდე შენს  ყოველდღიურ საქმიანობას და შეეჩვიო სამუშაო რეჟიმს-დღესასწაულების შემდეგ პირდაპირ რთულ, ქაოსურ  და დატვირთულ რუტინაში ჩართვა ისეთივე ენერგიულობით, შემართებითა და ენთუზიაზმით ძალიან რთულია, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელიც კი, ამიტომ, ეცადე თავი არ დაისტრესო და ნელ-ნელა ჩაერთო შენს ყოველდღიურობაში.

2.         იზრუნე საკუთარ ჯანმრთელობაზე- დღესასწაულებს ხშირად მძიმე და არაჯანსაღი საკვებისა და ალკოჰოლის მიღება ახლავს თან. ეს ყველაფერი   დიდ ზემოქმედებას ახდენს შენს  ენერგიულობასა და პროდუქტიულობაზე. სწორედ ამიტომ, საჭიროა  დღესასწაულების შემდეგ დაიწყო ჯანსაღი ჩვევების გამომუშავება, იკვებო დაბალანსებულად და იყო ფიზიკურად აქტიური. 

3.         აუცილებელია გქონდეს ისეთი მიზნები და მოლოდინები, რომლებიც დროის მოკლე მონაკვეთში რეალურად მიღწევადი და განხორციელებადია .

4.         შეინარჩუნე პოზიტიურობა და დადებითი განწყობით მიუდექი შენს საქმეებს;

5.         თუკი შენი სამუშაო მოითხოვს გონებრივ ჩართულობასა და კრეატიულობას, დღესასწაულების შემდეგ ნუ გაგიკვირდება, თუ ვერ შეძელი გენიალური აზრების მოფიქრება. გახსოვდეს, ეს ყველაფერი დროებითია და სულ რამდენიმე დღეში ისევ შეძლებ კვლავ კრეატიული, პროდუქტიული და აქტიური იყო.

6.         დაისახე ახალი მიზნები და იფიქრე მათი განხორციელებისათვის საჭირო გზებზე-ეს გაგიჩენს საქმის მიმართ ინტერესს და გულისყურით მიუდგები მას.

7.         საღამოობით  ისეირნე ფეხით, ნახე მეგობრები და გაუზიარე მათ  დღის განმავლობაში დაგროვებული შთაბეჭდილებები და ემოციები.

8.         წინასწარ შეადგინე და ჩამოწერე დღის გეგმები და შენი პრიორიტეტები-ეს დაგეხმარება მეტად ორგანიზებული და საქმეზე კონცენტრირებული იყო მთელი დღის მანძილზე.

გახსოვდეს, დასვენება, განტვირთვა, ახლობელ ადამიანებთან დროის გატარება და საყვარელი აქტივობებით დაკავება აუცილებელია იმისათვის,  რომ წარმატებას მივაღწიოთ როგორც კარიერულ ცხოვრებაში, ისე შევინარჩუნოთ მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა.

Share on Facebook
Brut Barbershop

Skin Care-ესთეტიკური ცენტრი ინოვაციური მიდგომებითა და ხარისხიანი სერვისებით

07.03.2025
ესთეტიკური მედიცინა
სილამაზე
Brut Barbershop

Nail Beauty Studio-ადგილი, სადაც ხარისხი და პროფესიონალიზმი ერთიანდება

24.04.2025
სილამაზე
Brut Barbershop

თმის ცვენა გაზაფხულზე-გამომწვევი მიზეზები და პრევენცია

26.03.2025
რჩევები
თავის მოვლა
Brut Barbershop

რა არის გაზაფხულის დეპრესია და როგორ ვებრძოლოთ მას?

25.04.2025
მენტალური ჯანმრთელობა
რჩევები
Brut Barbershop

ბიოლაინ ჯატო - გამორჩეული სივრცე საკუთარ თავზე ზრუნვისა და რელაქსაციისთვის

03.04.2025
სილამაზე
Brut Barbershop

Pliev's Studio-წარმატებული ქოლორ სტუდია თბილისში

22.01.2025
სილამაზე
Brut Barbershop

Bookinghub.ge-პირველი ქართული ონლაინ ჯავშნების პლატფორმა

09.01.2025
რჩევები
Brut Barbershop

რა როლს ასრულებს სამუშაო დროის მენეჯმენტში ონლაინ ჯავშნების პლატფორმები?

02.04.2025
რჩევები