სილამაზე & ესთეტიკა
მენტალური ჯანმრთელობა
ბლოგი
რა როლს ასრულებს  სამუშაო დროის მენეჯმენტში ონლაინ ჯავშნების პლატფორმები?
რჩევები

რა როლს ასრულებს სამუშაო დროის მენეჯმენტში ონლაინ ჯავშნების პლატფორმები?

XXI საუკუნეში, ყველაზე ქაოსურ და სწრაფად პროგრესირებად ეპოქაში,   უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დროის ხარისხიან და ეფექტურ გამოყენებას. სწორედ ამიტომ, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ჩვენს ყოველდღიურ სწაქმიანობაში  ისეთი საშუალებების დანერგვა,  რომლებიც ზედმეტი დროითი  თუ ადამიანური რესურსის დანაკარგის გარეშე საშუალებას გვაძლევს ხარისხიანად შევასრულოთ ესა თუ ის საქმე.

 

ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში,  დიდი მნიშვნელობა შეიძინა  ონლაინ ჯავშნების პლატფორმებმა, რომლებიც  თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე სამყაროში  წარმატებული ბიზნესის  განუყოფელ ნაწილადაც იქცა.  აღნიშნული სისტემების  დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნესებისთვის,  როგორებიცაა: სილამაზის სალონები, ესთეტიკურ ცენტრები, სტომატოლოგიური კაბინეტები, სასტუმროები,  რესტორნები თუ სპორტდარბაზები.

როგორ მუშაობს ონლაინ ჯავშნების სისტემები?

  • მომხმარებელი ირჩევს მომსახურებას – პლატფორმაზე ჩანს ხელმისაწვდომი მომსახურებები, თავისუფალი დრო და   სპეციალისტები;
  • დაჯავშნის პროცესი – მომხმარებელი ირჩევს სასურველ დროს, ავსებს საჭირო ინფორმაციას და ადასტურებს ჯავშანს;
  • დადასტურება და შეხსენებები – სისტემა ავტომატურად აგზავნის შეტყობინებებს  SMS-ით, რათა შეახსენოს მომხმარებელს ჯავშნის შესახებ;
  • ჯავშნის მართვა – მომხმარებელი  მარტივად ცვლის ან აუქმებს ჯავშანს საჭიროების შემთხვევაში.

 

რატომ არის საჭირო ბიზნესებისთვის ონლაინ ჯავშნების სისტემის დანერგვა ?

  •  ონლაინ ჯავშნების სისტემები ბიზნესებს აძლევს საშუალებას უკეთესად მართონ  თავიანთი  სამუშაო საათები და ეფექტურად გადაანაწილონ რესურსები;
  • კომპანიას შეუძლია ნახოს  დღის რომელი მონაკვეთი არის მეტად მოთხოვნადი ჩაწერის თვალსაზრისით და ამის გათვალისწინიებით  შეცვალოს და მეტად ეფექტური გახადოს თავისი სამოქმედო გეგმა;
  • ამცირებს  ადმინისტრაციულ საქმეს-  პლატფორმა უზრუნველყოფს მანუალურად სტუმრებისა თუ მომხმარებლების ჩაწერის პროცესის ჩანაცვლებას და გამარტივებას;
  • უზრუნველყოფს იმას, რომ არ მოხდეს კონკრეტულ თანამშრომელთან ადგილების გადატვირთვა და კონტროლირებადი იყოს თანამშრომლის სამუშაო საათები;
  • მაქსიმალურად ამცირებს   პროცედურების გაუქმების და გამოტოვების შემთხვევებს;
  • სერვისის გამარტივებისა  და ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზე იზრდება კმაყოფილ და ლოიალურ მომხმარებელთა რიცხვი

საქართველოში პირველი ონლაინ ჯავშნების პლატფორმა არის bookinghub.ge, რომელიც, გარდა იმისა, რომ ბიზნესებს უმარტივებს თავიანთ საქმიანობას, ასევე, 30%-ით ზრდის კმაყოფილი მომხმარებელთა რიცხვს, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ბიზნესის წარმატებას. 

პირველი ქართული ონლაინ ჯავშნების პლატფორმა  უკვე 65-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს და აერთიანებს 8000-ზე მეტ რეგისტრირებულ მომხმარებელს. აღნიშნული პლატფორმის გამოყენება ბიზნესში ერთ-ერთი საუკეთესო  საშუალებაა დროის ეფექტურად მართვისა და მენეჯმენტის თვალსაზრისით. ის იძლევა საშუალებას ბიზნესი მეტად წარმატებული გახდეს იმ კომფორტის შექმნით, რასაც პროცედურაზე ადგილის ონლაინ დაჯავშნა ჰქვია. 

Share on Facebook
Brut Barbershop

როგორი უნდა იყოს სახის კანის მოვლის რუტინა ზამთარში?

17.01.2025
რჩევები
Brut Barbershop

Skin Care-ესთეტიკური ცენტრი ინოვაციური მიდგომებითა და ხარისხიანი სერვისებით

07.03.2025
სილამაზე
ესთეტიკური მედიცინა
Brut Barbershop

Nushi Nail Care - განახლებული იდენტობა და სერვისები

13.01.2025
სილამაზე
Brut Barbershop

Folie - მათთვის, ვისთვისაც ხარისხი და კომფორტი მნიშვნელოვანია

30.04.2025
სილამაზე
Brut Barbershop

Kai•ros Beauty Lab-სივრცე, სადაც ხარისხი, კომფორტი და ინდივიდუალური მიდგომა ერთიანდება

07.05.2025
სილამაზე
Brut Barbershop

ბოტოქსი-ესთეტიკური სილამაზის თუ ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების საშუალება

27.12.2024
ესთეტიკური მედიცინა
Brut Barbershop

Beauty Zone-ადგილი, სადაც ყველა თავის მოვლის სერვისი ერთ სივრცეში ერთიანდება

07.03.2025
სილამაზე
Brut Barbershop

რა არის გაზაფხულის დეპრესია და როგორ ვებრძოლოთ მას?

25.04.2025
მენტალური ჯანმრთელობა
რჩევები