სილამაზე & ესთეტიკა
მენტალური ჯანმრთელობა
ბლოგი
რა არის გაზაფხულის დეპრესია და როგორ ვებრძოლოთ მას?
რჩევები
მენტალური ჯანმრთელობა

რა არის გაზაფხულის დეპრესია და როგორ ვებრძოლოთ მას?

გაზაფხული გამოღვიძებასთან, განახლებასთან და ენერგიების აღდგენასთან  ასოცირდება. ტემპერატურის მატება და მზის სხივების ზემოქმედება, ძირითად შემთხვევაში,  დადებითად აისახება  ადამიანების გუნება-განწყობაზე, შრომისუნარიანობასა და პროდუქტიულობაზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, გაზაფხულის დადგომისთანავე არაერთი ადამიანი ჩივის იმასთან დაკავშირებით, რომ  აწუხებთ უენერგიობა და  ძილის პრობლემები, კარგავენ მოტივაციას, აქვთ ზოგადი სისუსტე, პესიმიზმის გამძაფრებული შეგრძნება და საყვარელი საქმიანობის მიმართ ხშირად კარგავენ ინტერესსა და ხალისს. ეს გაზაფხულის დრპრესიის ნიშნებია, რომელსაც სეზონურ აფექტურ აშლილობასაც უწოდებენ.  ეს არის დეპრესიის ერთ-ერთი სახე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ დეპრესიისათვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომები ყოველთვის წელიწადის ერთსა და იმავე დროს ვლინდება. პიკი კი, როგორც წესი, შემოდგომას ან გაზაფხულზეა. ამ მდგომარეობის მახასიათებლებია: უძილობა, უმადობა და წონის უეცარი ცვლილება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, გაზაფხულის დეპრესიის  გამომწვევი რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს.  

 

1.            ცვლილებები

გაზაფხულის დადგომას თან ახლავს ცვლილებები, რომლებსაც ბევრი  ადამიანი მარტივად ვერ  ეგუება,  რაც ხშირ შემთხვევაში  სტრესის გამომწვევი ხდება. ამ ცვლილებებზე განსაკუთრებით მძაფრად რეაგირებენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ შფოთვებისა და დეპრესიისკენ.

2.            ალერგია

გაზაფხულზე განსაკუთრებით აქტიურდება ალერგიული რეაქციები, რომელთან გამკლავებაც  როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს.

3.            ჰორმონები

გაზაფხულის დადგომას თან ახლავს ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები, რაც დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე

 

 

სპეციალისტები რამდენიმე რეკომენდაციას გვაძლევენ, რომელთა გათვალისწინებაც მკვეთრად შეამსუბუქებს გაზაფხულის სტრესს:

1.            პირველ რიგში, გახსოვდეს, რომ გაზაფხულის დეპრესია არაერთ ადამიანს აწუხებს და მარტო არ ხარ;

2.            აუცილებელია დღეში მინიმუმ 6-8 საათი ხარისხიანი ძილი, რომელიც დადებით გავლენას მოახდენს შენს ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე;

3.            სტრესის დაძლევასა და ენდორფინების გამოყოფაში ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა აუცილებლად დაგეხმარება;

4.            ეცადე არ ჩაიკეტო საკუთარ თავში და სოციუმთან გქონდეს აქტიური კავშირი;

5.            აუცილებელია  საკვები რაციონი ამ პერიოდში მეტად გავამრავალფეროვნოთ ჯანსაღი საკვებით, სეზონური ხილითა და ბოსტნეულით რითაც შეძლებ ორგანიზმს მიაწოდო საჭირო ვიტამინები და მინერალები

  გახსოვდეს, არ აქვს მნიშვნელობა სეზონურ დეპრესიასთან გაქვს საქმე თუ ქრონიკულ სტრესთან, მნიშვნელოვანია, რომ გართულებების თავიან ასაცილებლად და ცხვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად დროულად მიმართო გამოცდილ ფსიქოთერაპევტს.

 

Share on Facebook
Brut Barbershop

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია?

21.01.2025
რჩევები
Brut Barbershop

რა უნდა გავითვალისწინოთ სოლარიუმში ვიზიტის წინ?

31.01.2025
რჩევები
Brut Barbershop

თმის ცვენა გაზაფხულზე-გამომწვევი მიზეზები და პრევენცია

26.03.2025
თავის მოვლა
რჩევები
Brut Barbershop

KB Aesthetic • ქეიბი ესთეტიკა-აღმოაჩინე შენი სილამაზის საიდუმლო

10.03.2025
სილამაზე
Brut Barbershop

სილამაზის სალონი "ადიტი"-ადგილი, სადაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები ზრუნავენ ჩვენს სილამაზეზე

12.03.2025
სილამაზე
Brut Barbershop

ლაზერული ეპილაცია: უსაფრთხო და ეფექტური გზა არასასურველი თმის მოსაშორებლად

26.12.2024
თავის მოვლა
Brut Barbershop

Kai•ros Beauty Lab-სივრცე, სადაც ხარისხი, კომფორტი და ინდივიდუალური მიდგომა ერთიანდება

07.05.2025
სილამაზე
Brut Barbershop

Beauty Zone-ადგილი, სადაც ყველა თავის მოვლის სერვისი ერთ სივრცეში ერთიანდება

07.03.2025
სილამაზე