.png)
სტომატოლოგთან ვიზიტი ადამიანთა უმრავლესობისათვის სტრესთან და არასასიამოვნო გამოცდილებასთან ასოცირდება. ამას ემატება ისიც, რომ ხშირად რთულია სასურველ სპეციალისტთან შენთვის მოსახერხებელ დროს შეძლო ჩაწერა.
სულ რამდენიმე წლის წინ სტომატოლოგიურ კლინიკებში ადგილის დაჯავშნა დაკავშირებული იყო ისეთ მოსაბეზრებელ და, უმეტესწილად, ისეთ არასასიამოვნო პროცესთან, როგორიცაა კონკრეტული სამუშაო საათების განმავლობაში რამდენიმე სატელეფონო ზარის განხორციელება და ბოლოს შესაძლოა სასურველ სტომატოლოგთან ჩაწერის მცდელობა უშედეგოდაც კი დასრულებულიყო.
იმის გათვალისწინებით, რომ XXI საუკუნე ახალი ტექნოლოგიების ხანაა ბიზნესები მაქსიმალურად ცდილობენ მაქსიმალურად ჩართონ უახლესი ტექნოლოგიები თავიანთ საქმიანობაში.
საკუთარი ბიზნესის გაციფრულებისკენ მისწრაფება ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევასა და საჭიროებას წარმოადგენს მომსახურების სფეროში არსებული კომპანიებისათვის. დღეს სტომატოლოგიურ კლინიკებს განსაკუთრებით სჭირდებათ ონლაინ ჯავშნების სისტემების დანერგვა იმისათვის რომ დააკმაყოფილონ თანამედროვე მომხმარებლების მოთხოვნები და ფეხი აუწყონ თანამედროვე ტენდენციებს. ამავდროულად, აღნიშნული სისტემა საშუალებას აძლევს მათ გააუმჯობესონ თავიანთი მომხმარებლის გამოცდილება და მეტად განავითარონ თავიანთი ბიზნესი.
წარმატებული სტომატოლოგიური კლინიკების უდიდესი ნაწილი უკვე აქტიურად იყენებს ონლაინ ჯავშნების პლატფორმებს. ამის მიზეზი არის ის მნიშვნელოვანი ბენეფისები, რომლებიც ონლაინ რეზერვაციას აქვს, ესენია:
მოსახერხებლობა და კომფორტულობა-სტომატოლოგიურ კლინიკებში ვიზიტზე ჩაწერის მსურველებს აქვთ შესაძლებლობა ნებისმიერი ადგილიდან ჩაეწერონ მათთვის მოსახერხებელ დროს საყვარელ სტომატოლოგთან;
სიმარტივე-ნებისმიერ ადამიანს განსაკუთრებული ცოდნისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეუძლია ვიზიტის დაჯავშნა;
დროის დაზოგვის შესაძლებლობა-ონლაინ ჯავშნების სისტემის მეშვეობით სულ რამდენიმე წუთია საჭირო იმისათვის, რომ ჩაეწერო სასურველ პროცედურაზე.
ხშირად ხდება ისეც, რომ მომხმარებლებს ვიზიტის დაჯავშნა რამდენიმე კვირით ან თვით ადრე უწევთ. ონლაინ ჯავშნების სისტემა კი იძლევა შესაძლებლობას, შეახსენოს მომხმარებელს ვიზიტზე ჩაწერის თარიღი და დრო, ეს კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ვიზიტების გამოტოვების თავიდან აცილებისათვის.
ონლაინ რეზერვაციის შესაძლებლობა ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინოვაციად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომელიც სტომატოლოგიურ კლინიკებს ეხმარება კმაყოფილი მომხმარებლების რიცხვის ზრდაში, წარმატების მარტივად მიღწევაში და დროისა და ადამიანური რესურსის დაზოგვაში.