სილამაზე & ესთეტიკა
მენტალური ჯანმრთელობა
Nushi Nail Care - განახლებული იდენტობა და სერვისები
სილამაზე

Nushi Nail Care - განახლებული იდენტობა და სერვისები

საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდი "Tenten" ქართულ ბაზარზე 6 წლის წინ გამოჩნდა და ამ დროის მანძილზე მომხმარებელს სთავაზობდა უმაღლესი ხარისხის მომსახურებას. ეს იყო ევროპული ბრენდი, რომელმაც ფილიალი გახსნა თბილისში და ამ პერიოდის მანძილზე წარმატებით ოპერირებდა საქართველოს ბაზარზე.

სალონმა რებრენდინგი განიცადა და განახლებული სახელით, გაუმჯობესებული სერვისითა და შესაძლებლობებით დაუბრუნდა თავის ერთგულ მომხმარებელს.  Tenten Nail Studio Tbilisi დღეს, ქართულ ბაზარზე,  Nushi nail care სახელწოდებით პოზიციონირდა.

სახელი ნუში, როგორც თავად სალონის წარმომადგენლები აღნიშნავენ, გარკვეული სიმბოლიკის მატარებელია-„როდესაც Tenten ბაზრიდან გავიდა, გვჭირდებოდა ახალი, და რაც მთავარია,  ქართული სახელწოდება. სალონის გახსნის საწყის  ეტაპზე ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ფრჩხილის მოვლაზე, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაგვეთვალისწინებინა და  ფრჩხილის ნუშისებრი ფორმა ყოფილიყო  ინსპირაცია სალონის ახალი სახელწოდების.  ამასთანავე, ნუშის ფორმა და მისი მახასიათებლები გამოვიყენეთ  როგორც დიზაინში, ისე ჩვენს ლოგოსა და ფერებში“-აღნიშნა  სალონის გენერალურმა მენეჯერმა ნუცა მეტრეველმა. 

თუკი აქამდე სალონში მხოლოდ ფრჩხილებისა და წარბ-წამწამის მოვლის სერვისს ვხვდებოდით,  დღეს სალონი მომხმარებლებს,  თმის მოვლისა და მაკიაჟის  სხვადასხვა პროცედურას  სთავაზობს. Nushi Nail Care-ში მისულ სტუმრებს  შუძლიათ ისარგებლონ  შემდეგი სახის მომსახურებით: მანიკური, პედიკური, ხელისა და ფეხის სპა პროცედურები, წარბის შეღებვა და  კორექცია, ასევე, წარბ-წამწამის ლამინირება, წამწამების დაგრძელება. რაც შეეხება თმას, სალონში ხდება  ყველანაირი სირთულის თმის შეღებვა, ტარდება სხვადასხვა სახის თმის სამკურნალო პროცედურები, თმის მოვლის მიმართულებით ჰყავთ პროფესიონალი  სპეციალისტები და შესაძლებელია წვერის მოწესრიგებაც.

კითხვაზე, თუ რა გამოარჩევს Nushi nail care-ს ბაზარზე, სალონის წარმომადგენელი გვპასუხობს: „ჩვენ რაც გამოგვარჩევს სხვა სილამაზის ცენტრებისა და სალონებისაგან არის  განსაკუთრებული  მიდგომა და დამოკიდებულება თითოეული სტუმრის  მიმართ, ასევე, პროცედურების მრავალფეროვნება“.

Nushi Nail Care-ის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა უნივერსალურ სავარძლებზე ერთდროულად გაიკეთონ რამდენიმე პროცედურა, რაც  იძლევა იმის საშუალებას,  რომ მცირე დროში მომხმარებელმა სასურველი პროცედურებისგან მაქსიმალური სიამოვნება და კომფორტი მიიღოს. მაგალითად, სალონში მისულ სტუმრებს შეუძლიათ ერთდროულად  ჩაიტარონ ისეთი ხანგრძლივი პროცედურები, როგორებიცაა მანიკური, პედიკური და წარბის მოვლა.  ასევე, მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტსა და კმაყოფილებაზე ზრუნვა  იმაშიც გამოიხატება, რომ პროცედურების მიმდინარეობისას  სალონში მუსიკის ნაცვლად ირთვება სხვადასხვა ფილმები, რაც სტუმრებს  აძლევს საშუალებას პროცედურისათვის საჭირო დრო საინტერესოდ გაატარონ და  მაქსიმალური განტვირთვის საშუალება ჰქონდეთ. 

სალონში ყველაზე პოპულარული და  მოთხოვნადია ფრჩხილის მოვლის პროცედურები, რასაც,  სალონში მომუშავე სპეციალისტების პროფესიონალიზმი და სტერილიზაციის ნორმების ზედმიწევნით დაცვა განაპირობებს, რომელიც წლების განმავლობაში, ბიზნესის სავიზიტო ბარათად იქცა. 

მომხმარებლის სასიამოვნო გამოცდილებისა და კომფორტის შესაქმნელად სალონში აქტიურად იყენებენ ონლაინ ჯავშნების სისტემასაც-„tenten-ს თავისი აპლიკაციაც ჰქონდა, სადაც მომხმარებლებს შეეძლოთ ონლაინ ჯავშნების განთავსება.  მათ ნებისმიერ დროს შეეძლოთ განეხორციელებინათ ჯავშანი რაც ძალიან კომფორტული   იყო ჩვენი სტუმრებისთვის.  როდესაც ბრენდი გავიდა ბაზრიდან, აუცილებელი გახდა  ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელსაც   ანალოგიური ბენეფიტები ექნებოდა ჩვენი სტუმრებისთვის.  Bookinghub-მა, პირველმა ქართულმა ონლაინ ჯავშნების სისტემამ,  მოგვცა შესაძლებლობა, ჩვენი მომხმარებლებისათვის ისეთივე   მარტივი და მოსახერხებელი ყოფილიყო პროცედურებზე ადგილების დაჯავშნა, როგროც მანამდე.

ხარისხი, უსაფრთხოება და კომფორტი არის ის მთავარი მახასიათებლები, რომლებიც NUSHI Nail Care-ს  სხვა სილამაზის სალონებისაგან გამოარჩევს. 

რაც შეეხება სალონის სამომავლო გეგმებს, Nushi Nail Care გეგმავს ახალი ფილიალების გახსნას და ასევე, ისეთი პროცედურების დამატებას, როგორებიცაა ლაზერული ეპილაცია და კოსმეტოლოგის მომსახურება. 

Share on Facebook
Brut Barbershop

ლაზერული ეპილაცია: უსაფრთხო და ეფექტური გზა არასასურველი თმის მოსაშორებლად

26.12.2024
თავის მოვლა
Brut Barbershop

ესთეტიკური მედიცინა ნაოჭების წინააღმდეგ-რომელია ყველაზე პოპულარული პროცედურები ასაკთან საბრძოლველად

25.12.2024
ესთეტიკური მედიცინა
Brut Barbershop

რა გავლენა იქონია ონლაინ ჯავშნების სისტემებმა სილამაზის ინდუსტრიაზე?

27.12.2024
რჩევები
Brut Barbershop

New Paris-განახლებული სილამაზის ცენტრი გაუმჯობესებული სერვისებით

03.02.2025
სილამაზე
Brut Barbershop

ოსტეოპათია-ეფექტური მეთოდი ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის

31.01.2025
თავის მოვლა
Brut Barbershop

ონლაინ ჯავშნები- გზა ლოიალური მომხმარებლების რიცხვის გასაზრდელად

10.01.2025
რჩევები
Brut Barbershop

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია?

21.01.2025
რჩევები
Brut Barbershop

ბოტოქსი-ესთეტიკური სილამაზის თუ ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების საშუალება

27.12.2024
ესთეტიკური მედიცინა
Brut Barbershop

მენტალური ჯანმრთელობა

06.01.2025
რჩევები
Brut Barbershop

თავის მოვლა: ინვესტიცია საკუთარ ჯანმრთელობასა და ბედნიერებაში

27.12.2024
თავის მოვლა