ფრჩხილის სიჯანსაღესა და სილამაზეზე ზრუნვა ბოლო რამდენიმე წელია, რაც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. თუკი აქამდე ფრჩხილის მოვლა მხოლოდ სხვადასხვა ფერის ლაქის წასმასთან და დიზაინის შერჩევასთან ასოცირდებოდა, დღეს ეს მიდგომა მნიშვნელოვნად შეიცვალა.
ბოლო პერიოდია, რაც განსაკუთრებული მოთხოვნა გაჩნდა ფრჩხილის გამაჯანსაღებელ პროცედურებზე. ამის გათვალისწინებით, არაერთი ფრჩხილის მოვლის სალონი გვთავაზობს სხვადასხვა შეთავაზებებს აღნიშნული მიმართულებით. ასევე, ამ სახის ცენტრებში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს ის, რომ უმაღლეს დონეზე იყოს დაცული სტერილიზაციის ნორმები და გამოიყენებოდეს მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია.

თბილისში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, პოპულარული და ხარისხზე ორიენტირებული ფრჩხილის მოვლის ცენტრი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის Nail Beauty Studio, რომელიც 5 ფილიალით ოპერირებს თბილისში და აერთიანებს უამრავ კმაყოფილ და ერთგულ მომხმარებელს.
Nail Beauty Studio-ის შესახებ მეტ საინტერესო დეტალს სტუდიის დამფუძნებელი-ლიკა ჯიქურიშვილი გვიზიარებს.
როდის და საიდან გაჩნდა იდეა, რომ დაგეარსებინათ სალონი ფრჩხილის მოვლის მიმართულებით?
სალონის შექმნის იდეა გაჩნდა სრულიად სპონტანურად, ეს არ იყო წინასწარ განზრახული და წლების განმავლობაში ნაფიქრი . ხოლო, რაც შეეხება სალონის სახელს, მიუხედავად იმისა, რომ მას კონკრეტული სიმბოლიკა არ აქვს, დღეს ის უკვე ასოცირდება ხარისხთან, პროფესიონალიზმთან და საუკეთესო მომსახურებასთან, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
რა გამოარჩევს Nail Beauty Studio-ს სხვა ფრჩხილის მოვლის სალონებისგან?
ვფიქრობ, რომ ჩვენი სალონი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის მომსახურებით, ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და პრემიუმ კლასის პროდუქციის გამოყენებით. სალონში მოსული თითოეული მომხმარებლებისათვის ინდივიდუალურად, ცალკე არის გამოყოფილი ერთჯერადი ქლიბი და ბაფი, რაც უზრუნველყოფს პროცედურების უსაფრთხოებას. ამასთანავე, ჩვენთან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არა მხოლოდ ფრჩხილის ესთეტიკას, არამედ მათ ჯანმრთელობასა და დაცვასაც.

რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს?
ჩვენი სალონი მომხმარებლებს სთავაზობს ფრჩხილის პროფესიონალური მოვლისთვის საჭირო ყველა პროცედურას, მათ შორის: მანიკიურსა და პედიკიურს (კლასიკური, აპარატული, სპა-თერაპიული), გელ-ლაქს, ფრჩხილის გამაგრებასა და აღდგენას. ასევე, ფრჩხილის პროცედურების გარდა გვაქვს სხვადასხვა სერვისები, ესენია:თმის სტილისტის მომსახურება, წარბ-წამწამის მოვლა და ლაზერული ეპილაცია.
როგორ აღწერდით თქვენს NAIL სალონს, რა არის ის მთავარი ნიშანი, რაც მას ბაზარზე ყველასაგან განსხვავებულს და გამორჩეულს ხდის?
ჩვენი სალონი არის პრემიუმ კლასის სერვისების სივრცე, სადაც კომფორტი, ჰიგიენა და პროფესიონალიზმი პირველ ადგილზე დგას. ამავდროულად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ კლიენტთა უსაფრთხოებასა და კმაყოფილებას. ჩვენი მთავარი ნიშა რაც, ვფიქრობ, ყველასაგან გამოგვარჩევს, არის ხელმისაწვდომი ფასები და მაღალი ხარისხი .

რა მნიშვნელობა აქვს ფრჩხილის სწორ და პროფესიონალურ მოვლას?
ფრჩხილის სწორ და პროფესიონალურ მოვლას მხოლოდ ესთეტიკური დატვირთვა არ აქვს, ის არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც. არასწორმა ტექნიკამ ან დაბალი ხარისხის პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილის დაზიანება, სხვადასხვა ინფექცია, ალერგიული ფონი და არაერთი გართულება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ უსაფრთხო და ხარისხიანი პროცედურები. სწორედ ამიტომ Nail Beauty Studio-ში დამატებული გვაქვს ფრჩხილის გამაჯანსაღებელი სერვისები, რომლებიც ხელს უწყობს მის სიძლიერეს, სიჯანსაღესა და ამასთანავე, სილამაზეს.
ფრჩხილის მოვლის მიმართულებით 2025 წლის ტრენდებზეც რომ ვისაუბროთ, რა არის დღეს ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული? ასევე, რა სიახლეებია ამ სფეროში მსოფლიო ბაზარზე?
ფრჩხილის მოვლის მიმართულებით 2025 წლის ტრენდებს რაც შეეხება, აღვნიშნავ იმას, რომ წელს განსაკუთრებით აქტუალურია სადა სტილი, დიდი მოთხოვნადობით სარგებლობს ნაზი და ბუნებრივი ფერები.
ითვალისწინებთ თუ არა სილამაზის სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებს და როგორ ახერხებთ მათ მორგებას უკვე არსებულ სერვისთან?
დიახ, მუდმივად ვაკვირდებით სილამაზის ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებებს და ვნერგავთ ახალ ტექნიკებს, ვმუშაობთ მხოლოდ სერტიფიცირებულ, მაღალი ხარისხის პროდუქტებით , მუდმივად ვიმატებთ ახალ ინოვაციურ სერვისებს, როგორიცაა მაგალითად ფრჩხილის ბუსტერი და ბოტოქსი.
რა რჩევებს მისცემდით მომხმარებლებს, იმისათვის, რომ ფრჩხილის მოვლის სალონებში ვიზიტი კომფორტულთან ერთად უსაფრთხოც იყოს?
მომხმარებლებს ვურჩევთ, ყურადღება გაამახვილონ სალონის ჰიგიენურ სტანდარტებზე, გამოყენებულ პროდუქტებზე და ფრჩხილის მასტერების კვალიფიკაციაზე.

Nail Beauty Studio უკვე რამდენიმე თვეა, რაც Bookinghub.ge-სთან თანამშრომლობს. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს თქვენს ბიზნესზე პირველი ქართული ონლაინ ჯავშნების სისტემის დანერგვა?
ონლაინ ჯავშნის სისტემა მნიშვნელოვანი სიახლეა. ეს არის გზა, რომელიც ჩვენი მომსახურების კიდევ უფრო დახვეწას და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას გამოიწვევს. ასევე, ონლაინ ჯავშნების სისტემა მომხმარებლებს მისცემს საშუალებას მარტივად და კომფორტულად, სასურველ დროს მიიღონ პროცედურებზე ჩაწერების შესახებ შეხსენებები და შეამცირონ სალონში ლოდინის დრო. ამავდროულად, სისტემა გვაძლევს საშუალებას უკეთ დავგეგმოთ სამუშაო განრიგი, შევქმნათ უფრო მოწესრიგებული და კომფორტული გარემო როგორც მომხმარებლისთვის, ისე ჩვენი გუნდისთვის.
რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
ჩვენი მთავარი მიზანია Nail Beauty Studio-ის მომსახურების კიდევ უფრო გაუმჯობესება და გაფართოება. აქტიურად ვმუშაობთ ახალი სერვისების დამატებაზე, რომლებიც ფოკუსირებული იქნება როგორც ფრჩხილის, ისე ხელისა და ფეხის კანის სრულყოფილ მოვლაზე. გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ ახალი ფილიალების გახსნისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სილამაზის ცენტრის შექმნის შესაძლებლობას.


