სილამაზე & ესთეტიკა
მენტალური ჯანმრთელობა
მენტალური ჯანმრთელობა
რჩევები

მენტალური ჯანმრთელობა

ცხოვრების ტემპის აჩქარებასთან, გადატვირთულ რეჟიმთან, ყოველდღიურობაში სტრესისა და შფოთვების ზრდასთან ერთად სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება  მენტალურ ჯანმრთელობას და მასზე ზრუნვას.

მენტალური, იგივე ფსიქიკური ჯანმრთელობა გულისხმობს პიროვნების ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას, ეს არის უნარი გავუმკლავდეთ სტრესს და მივიღოთ ჯანსაღი გადაწყვეტილებები.

მენტალური ჯანმრთელობა ჩვენი სრულფასოვანი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სრულფასოვანი ჯანმრთელობა მენტალურ, ფიზიკურ და სოციალურ კეთილდღეობას მოიცავს.  ეს სამივე  სფერო ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და უდიდეს გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე.

ემოციური მდგრადობა, საკუთარი თავის სწორად აღქმა და მისი მიმღებლობა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მენტალურ ჯანმრთელობასთან. ფსიქიკური ჯანმრთელობა, ასევე, უდიდეს გავლენას ახდენს კოგნიტიურ მდგომარეობაზე.  ის, თუ როგორ აღვიქვამთ გარესამყაროდან მიღებულ ინფორმაციას, როგორ ვიაზრებთ კონკრეტულ საკითხს და რა გზებს მივმართავთ პრობლემების გადასაჭრელად, დიდწილად არის  დამოკიდებული სწორედ ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე. 

ამასთანავე, მენტალური ჯანმრთელობა დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურობაზე, ურთიერთობებზე, ფიქრებსა და ემოციებზე.

დღეს ნებისმიერი ადამიანი ასაკის, სქესისა თუ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად არის მენტალური აშლილობის რისკის ქვეშ. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე შეიძლება მეტყველებდეს ისეთი ქცევები, როგორებიცაა:  ძილისა და კვების რაციონის დარღვევა, მუდმივი  განმარტოების სურვილი,  უენერგიობა, ნეგატიური ფიქრები და უიმედობის განცდა, ამასთანავე, ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სიმპტომს წარმოადგენს  უსაფუძვლო შფოთვის ეპიზოდები.

მენტალური პრობლემები შეიძლება სხვადასხვა სახით გამოვლინდეს, მათგან  ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობის სახეებია:

1.   დეპრესია - ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული მენტალურ დიაგნოზად ითვლება, რომელიც გავლენას ახდენს ძილისა და კვების რუტინის დარღვევაზე, შრომისუნარიანობასა და პროდუქტიულობაზე.

2.   ბიპოლარული აშლილობა - ხშირად მას მანიაკალურ-დეპრესიულ აშლილობასაც უწოდებენ. ის ძირითადად  ხასიათდება განწყობის, ხარისხის, კონცენტრაციის და შრომისუნარიანობის მოულოდნელი ცვალებადობებითა და უენერგიობით.

3.   შიზოფრენია-ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული მენტალური დიაგნოზია. ეს არის ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროსაც ხდება აზროვნებისა და აღქმის პროცესების ფუნდამენტური დარღვევა.

შიზოფრენიის დროს ხშირად ადამიანებს უჩნდებათ  განცდა, რომ რომ მათი დაფარული აზრები, გრძნობები და ქმედებები სხვებმაც იციან, ან აქვთ განცდა იმისა, რომ სხვები ცდილობენ მათი აზროვნების პროცესზე  გავლენა  მოახდინონ.

არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც გვეხმარება ჯანსაღი მენტალური მდგომარეობის შენარჩუნებაში, ესენია:

1.   რეგულარული ფიზიკური აქტივობა;

2.   ჯანსაღი კვება;

3.   ძილის ჰიგიენა;

4.   დროის გატარება საყვარელ ადამიანებთან ერთად;

5.   საკმარისად დასვენება

მსოფლიოში 5-დან 1 ადამიანს აწუხებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, იმისათვის რომ ეს ტენდენცია შეიცვალოს,  აუცილებელია გავითვალისწინოთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები, საჭიროების შემთხვევაში კი აუცილებლად მივმართოთ გამოცდილ სპეციალისტს.

Share on Facebook
Brut Barbershop

ონლაინ ჯავშნები- გზა ლოიალური მომხმარებლების რიცხვის გასაზრდელად

10.01.2025
რჩევები
Brut Barbershop

სპა პროცედურები-ენერგიების აღდგენისა და განტვირთვის საუკეთესო საშუალება

21.01.2025
თავის მოვლა
Brut Barbershop

როგორი უნდა იყოს სახის კანის მოვლის რუტინა ზამთარში?

17.01.2025
რჩევები
Brut Barbershop

თმის ბოტოქსი-პროცედურა ელასტიური და ჯანსაღი თმისთვის

10.01.2025
სილამაზე
Brut Barbershop

რა გავლენა იქონია ონლაინ ჯავშნების სისტემებმა სილამაზის ინდუსტრიაზე?

27.12.2024
რჩევები
Brut Barbershop

ფილერის ინექცია ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად

21.01.2025
ესთეტიკური მედიცინა
Brut Barbershop

Pliev's Studio-წარმატებული ქოლორ სტუდია თბილისში

22.01.2025
სილამაზე
Brut Barbershop

ოსტეოპათია-ეფექტური მეთოდი ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის

31.01.2025
თავის მოვლა
Brut Barbershop

2025 წლის ტრენდები სილამაზის ინდუსტრიაში

27.12.2024
რჩევები