XXI საუკუნეში, მაშინ, როდესაც ტექნოლოგიები და მეცნიერება დღითიდღე უფრო და უფრო იხვეწება, არასასურველ თმასთან ბრძოლა აღარ წარმოადგენს პრობლემას.
თუკი წლების განმავლობაში ზედმეტ თმასთან გასამკლავებლად აქტიურად იყენებდნენ ისეთ საშუალებებს, როგორებიცაა: საპარსები, ბიო ეპილაცია, შუგარინგი თუ სხვა, დღეს ეს ყოველივე ლაზერული ეპილაციის აპარატმა ჩაანაცვლა, რომელიც ბევრად უფრო მარტივი, ეფექტური და უმტკივნეულო საშუალებაა არასასურველ თმასთან საბრძოლველად.
ლაზერული ეპილაცია ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კოსმეტოლოგიური პროცედურაა. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქალბატონებში, ისე მამაკაცებში. მას იყენებენ სხეულისა და სახის სხვადასხვა ზონაზე ზედმეტი თმის შესამცირებლად.
დღეს სილამაზის სალონები თუ ესთეტიკური ცენტრები სხვადასხვა ტიპის ლაზერს გვთავაზობენ, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ალექსანდრიტის, დიოდური და ნეოდიმური ლაზერი, ასევე, სამ და ოთხსხივიანი დიოდური ლაზერული ეპილაციის აპარატები.
რაც უფრო დრო გადის, სილამაზის ინდუსტრიაში სულ უფრო ახალი და განსხვავებული ტიპის ლაზერული ეპილაციის აპარატები გვხვდება, რაც იწვევს მომხმარებლის დაბნევას და ართულებს არჩევანის გაკეთების პროცესს.
იმისათვის, რომ სწორად შევარჩიოთ ლაზერული ეპილაციის აპარატი, აუცილებელია ზუსტად განვსაზღვროთ ჩვენი კანისა და თმის ტიპი.
პროცედურების შედეგიანობისათვის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს ის, რომ ლაზერული ეპილაცია ჩატარდეს ხარისხიანი აპარატით პროფესიონალი ლზეროთერაპევტის მიერ, რათა საფრთხე არ შევუქმნათ ჩვენს ჯანმრთელობას და თავიდან ავირიდოთ დროისა და ფინანსური რესურსის ფუჭად ხარჯვა. ამასთანავე, სანამ აღნიშნული პროცედურის ჩატარებას გადავწყვეტთ, აუცილებელია ვიცოდე ის ძირითადი რეკომენდაციები, რომლებსაც თანამედროვე დერმატოლოგები გასცემენ:
1. პროცედურა უნდა ჩატარდეს სუფთა კანზე, პროცედურამდე უმჯობესია მოვერიდოთ კანზე დამატენიანებელი საცხებისა თუ ზეთების დატანას;
2. უმჯობესია პროცედურამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე მოვერიდოთ გარუჯვასა და მზეზე ხანგრძლივად ყოფნას, რათა თავიდან ავირიდოთ კანის დაზიანება და პიგმენტური ლაქების გაჩენა;
3. ლაზერული სხივისგან გამოყოფილი სითბო ჩვენს კანში 24 საათის განმავლობაში რჩება, ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში სასურველია თავი შევიკავოთ სავარჯიშო დარბაზში ან საუნაში ვიზიტისგან, ასევე, ამ დროის მანძილზე მიზანშეწონილი არ არის ცხელი შხაპის მიღება;
4. პროცედურის ეფექტიანობისათვის აუცილებელია დავიცვათ ვიზიტებს შორის ინტერვალები.
ხშირად ჩნდება ეჭვი ლაზერული ეპილაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. თუმცა, ხარისხიანი ლაზერული ეპილაციის აპარატი, პროფესიონალი სპეციალისტი და რეკომენდაციების ზუსტად გათვალისწინება არის გარანტი იმისა, რომ დროის მოკლე პერიოდში სამუდამოდ დავემშვიდობებით ჩვენთვის არასასურველ თმას ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების გარეშე.
ლაზერული ეპილაცია არის უსაფრთხო და ეფექტური გზა არასასურველი თმის მოსაშორებლად, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ შედეგებს და მინიმალურ გვერდით ეფექტებს. პროფესიონალური ესთეტიკური ცენტრი გთავაზობთ არა მხოლოდ პროცედურის უსაფრთხოებას, არამედ დამატებით კომფორტს და პროფესიონალურ მოვლას. ლაზერული ეპილაციის სარგებლობა აშკარაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის თანამედროვე და პრაქტიკული არჩევანი სილამაზის მოვლისთვის.