სილამაზე & ესთეტიკა
მენტალური ჯანმრთელობა
ბლოგი
Kai•ros Beauty Lab-სივრცე, სადაც ხარისხი, კომფორტი და ინდივიდუალური მიდგომა ერთიანდება
სილამაზე

Kai•ros Beauty Lab-სივრცე, სადაც ხარისხი, კომფორტი და ინდივიდუალური მიდგომა ერთიანდება

2024 წელს თბილისში კიდევ ერთი სილამაზის ცენტრი გაიხსნა, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ინოვაციურ სერვისებს გვთავაზობს.

„შარშან როცა საზღვარგარეთ გატარებული წლების შემდეგ საქართველოში დავბრუნდი, განვლილი გზის გადახედვის დრო მქონდა. მაშინ  მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ის გარემო, სადაც ადამიანი თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობს. ყოველთვის მიყვარდა ესთეტიკა, სილამაზე და იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეუძლია მცირე ცვლილებას დიდი გავლენა იქონიოს ადამიანის განწყობაზე“-აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ცენტრის დირექტორი ანა კობილევა.

 

 

Kai•ros Beauty Lab-ის გახსნის მთავარი განმაპირობებელი მიზეზი  გახდა ის, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა ყოფილიყო სივრცე, რომელიც მომხმარებლის არა მარტო გარეგნულ, არამედ შინაგან სილამაზეზეც  იზრუნებდა, ეს უნდა ყოფილიყო ადგილი, სადაც ხარისხიან სერვისთან ერთად მომხმარებელი შეძლებდა  თავი  განსაკუთრებულად და კომფორტულად ეგრძნო.

როგორც კომპანიის  წარმომადგენელი აღნიშნავს,  სალონის გახსნის გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა, თუმცა ამ დაბრკოლებებითა და სირთულეებით აღსავსე გზაზე დასახული მიზნისაკენ თავდაჯერებულად სწრაფვამ და იმის გაანალიზებამ, რომ ეს არა მარტო ბიზნესი, არამედ შესაძლებლობაა იმისა, რომ  რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს საშუალება თავი იგრძნოს ლამაზად და თავდაჯერებულად, განაპირობა ბიზნესის წარმატება.

აღსანიშნავია, რომ ცენტრის სახელსაც  საინტერესო ისტორია აქვს -„სალონის სახელზე დიდხანს ვფიქრობდი,  მინდოდა რამე განსაკუთრებული შემერჩია, რაც სილამაზის მნიშვნელობას გამოხატავდა  დროის ცვლილების კვალდაკვალ.  ერთ დღეს, წიგნში ამოკითხული ბერძნული  სიტყვა „Kairos“, რომელიც „შესაფერის მომენტს“ ნიშნავს, ეს იდია შემაყვარა, რომ საკუთარ თავსა და სილამაზე ზრუნვა ყოველთვის სწორ დროს იწყება. სწორედ ასე დაიბადა Kairos Beauty Lab—სივრცე, სადაც თითოეული ადამიანი საკუთარ თავზე ზრუნვისთვის იდეალურ მომენტს პოულობს“.

 

Kairos Beauty Lab ბაზარზე წარმოდგენილი სხვა სილამაზის ცენტრებისგან გამოირჩევა უნიკალური ხედვით- „ჩვენ ვფიქრობთ, რომ სილამაზესა და საკუთარ თავზე  ზრუნვა ყოველთვის სწორ დროსა და სწორ ადგილას იწყება, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენთან მოსულ ნებისმიერ ადამიანს დახვდეს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის სერვისი, არამედ ინდივიდუალური მიდგომა და განსაკუთრებული ატმოსფერო, სივრცე  სადაც კომფორტი და ესთეტიკა გაერთიანდება“.

ცენტრში მომხმარებელს დახვდება შემდეგი სახის სერვისები:

•             ფრჩხილის მოვლა

•             თმის მოვლა

•             წარბის კორექცია

•             მაკიაჟი

სალონში ყველაზე დიდი პოპულარობით თმის კოლაგენის პროცედურა სარგებლობს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის  ჯანმრთელი და მბზინვარე თმის საიდუმლო. ასევე, სილამაზის ცენტრი  გეგმავს   ელექტრო ეპილაციის პროცედურის  დამატებას, რომელიც  უმაღლესი ხარისხის აპარატით ჩატარდება.

 

Kairos Beauty Lab-ის გუნდი მუდმივად ცდილობს, რომ  მომხმარებლებს მხოლოდ საუკეთესო და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი  სერვისები შესთავაზოს. როგორც სალონის წარმომადგენელი ამბობს, გუნდი  რეგულარულად იღრმავებს ცოდნას და შემოაქვს ინოვაციური მეთოდები.  ისინი ზრუნავენ იმაზე, რომ  მათი  სერვისი შეესაბამებოდეს არა მხოლოდ სილამაზის სფეროში დანერგილ უახლეს ტენდენციებს, არამედ  იყოს   თითოეული მომხმარებლის  ინდივიდუალურ სტილსა და საჭიროებებს მორგებული.

ცენტრი  აქტიურად განაგრძობს განვითარებას,  და მომხმარებლის ინდივიდუალური სტილიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი სერვისის შეთავაზებას.

 

 

Share on Facebook
Brut Barbershop

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია?

21.01.2025
რჩევები
Brut Barbershop

თმის ცვენა გაზაფხულზე-გამომწვევი მიზეზები და პრევენცია

26.03.2025
რჩევები
თავის მოვლა
Brut Barbershop

მენტალური ჯანმრთელობა

06.01.2025
რჩევები
Brut Barbershop

ლაზერული ეპილაცია: უსაფრთხო და ეფექტური გზა არასასურველი თმის მოსაშორებლად

26.12.2024
თავის მოვლა
Brut Barbershop

ბიოლაინ ჯატო - გამორჩეული სივრცე საკუთარ თავზე ზრუნვისა და რელაქსაციისთვის

03.04.2025
სილამაზე
Brut Barbershop

როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ფრჩხილები- ფრჩხილის პროფესიონალური მოვლის უპირატესობები

25.12.2024
რჩევები
Brut Barbershop

ბოტოქსი-ესთეტიკური სილამაზის თუ ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების საშუალება

27.12.2024
ესთეტიკური მედიცინა
Brut Barbershop

რა არის გაზაფხულის დეპრესია და როგორ ვებრძოლოთ მას?

25.04.2025
მენტალური ჯანმრთელობა
რჩევები
Brut Barbershop

ონლაინ ჯავშნები- გზა ლოიალური მომხმარებლების რიცხვის გასაზრდელად

10.01.2025
რჩევები