სილამაზე & ესთეტიკა
მენტალური ჯანმრთელობა
ფილერის ინექცია ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად
ესთეტიკური მედიცინა

ფილერის ინექცია ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად

ასაკის მატებასთან ერთად კანის სიმკვრივე და ელასტიურობა მცირდება. ეს განპირობებულია იმით, რომ 25 წლის შემდეგ ორგანიზმში ჰიალურონის მჟავის გამომუშავების უნარი თანდათან ქვეითდება, რაც იწვევს სახეზე ნაოჭების გაჩენას, სახის ოვალისა და კანის ფერის ცვლილებას.

ასაკთან, ნაოჭებთან და სახის დარღვეულ სტრუქტურასთან საბრძოლველად ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ინექციური პროცედურები, რომელთა მეშვეობითაც ხდება კანის ღრმა შრეებში ჰიალურონის შეყვანა.

ფილერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური არაქირურგიული გამაახალგაზრდავებელი მეთოდია, ეს არის შემავსებელი,  რომელსაც შეუძლია რბილი ქსოვილების გაზრდა, სახეზე ასიმეტრიის გამოსწორება, ასევე, ის უზრუნველყოფს კანქვეშა ქსოვილებისა და ნაოჭების გასწორებას. 

არსებობს ორი სახის ფილერი, ესენია-ორგანული(დეგრადირებადი) და არაორგანული(მუდმივი). თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა დღეს უმეტესად ორგანულ, ჰიალურონის მჟავის შემცველ  ფილერს იყენებს.  ამის მიზეზი არის ის, რომ ჰიალურონი კანის ბუნებრივი შემადგენელი ელემენტია, შესაბამისად, როდესაც ხელოვნურად ხდება მისი შეყვანა კანში, ორგანიზმი ამ ნივთიერებას კარგად ითვისებს და პროცედურის შემდეგ გვერდითი ეფექტების განვითარების რისკიც ნაკლებია.

ხარისხიანი ფილერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  •  
  • არ უნდა იწვევდეს ანთებით რეაქციებს;
  • არ უნდა იწვევდეს ალერგიას;
  • ორგანიზმზე არ უნდა ჰქონდეს ტოქსიკური ზემოქმედება

პროცედურის ხანგრძლივობა 30-40 წუთია და შედეგი პროცედურის დასრულებისთანავე შესამჩნევია. ინექციის ეფექტი კი ნარჩუნდება 1,5-დან 2 წლამდე.

ფილერის გამოყენება დასაშვებია 17 წლის ასაკიდან, მხოლოდ სპეციალისტის რეკომენდაციით.

Share on Facebook
Brut Barbershop

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია?

21.01.2025
რჩევები
Brut Barbershop

როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ფრჩხილები- ფრჩხილის პროფესიონალური მოვლის უპირატესობები

25.12.2024
რჩევები
Brut Barbershop

თმის პროფესიონალური მოვლის მნიშვნელობა და უპირატესობები

10.11.2024
სილამაზე
Brut Barbershop

ონლაინ ჯავშნები-გზა რომელიც სტომატოლოგიურ კლინიკებში სტუმრობას მეტად კომფორტულს ხდის

10.01.2025
რჩევები
Brut Barbershop

Bookinghub.ge-პირველი ქართული ონლაინ ჯავშნების პლატფორმა

09.01.2025
რჩევები
Brut Barbershop

ესთეტიკური მედიცინა ნაოჭების წინააღმდეგ-რომელია ყველაზე პოპულარული პროცედურები ასაკთან საბრძოლველად

25.12.2024
ესთეტიკური მედიცინა
Brut Barbershop

თმის ბოტოქსი-პროცედურა ელასტიური და ჯანსაღი თმისთვის

10.01.2025
სილამაზე
Brut Barbershop

თავის მოვლა: ინვესტიცია საკუთარ ჯანმრთელობასა და ბედნიერებაში

27.12.2024
თავის მოვლა
Brut Barbershop

ოსტეოპათია-ეფექტური მეთოდი ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის

31.01.2025
თავის მოვლა