სილამაზე & ესთეტიკა
მენტალური ჯანმრთელობა
ბოტოქსი-ესთეტიკური სილამაზის თუ ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების საშუალება
ესთეტიკური მედიცინა

ბოტოქსი-ესთეტიკური სილამაზის თუ ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების საშუალება

ნაოჭებისა და ასაკის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება ბოტულოტოქსინს ინექციის გამოყენება.

ბოტოქსი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი საშუალება ასაკთან საბრძოლველად, სანამ ესთეტიკურ მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროცედურად იქცეოდა, აქტიურად გამოიყენებოდა ოფთალმოლოგიასა და ნევროლოგიაში. მისი მთავარი დანიშნულება კი კუნთების მოდუნება იყო. მკურნალობის პროცესში გამოვლინდა ამ პრეპარატის უნიკალური შესაძლებლობები-თვალის, ტუჩისა და შუბლის ზონებზე აღნიშნული პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებს უქრებოდათ ნაოჭები.

ბოტოქსის ინექცია უზრუნველყოფს ისეთი ტიპის ნაოჭების ალაგებას, როგორებიცაა: ვერტიკალური და ჰორიზონტალური  ნაოჭები, რომლებიც ძირითადად განლაგებულია წარბებს შორისა და შუბლის მიდამოში, ასევე, ბოტულოტოქსინის ინექცია უზრუნველყოფს თვალის გარშემო, ზედა ტუჩისა და ცხვირ-ტუჩის მიდამოში არსებული ნაოჭების გაქრობას.

კოსმეტოლოგიური პრობლემების დროს ინდივიდუალურად, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე ექიმ-კოსმეტოლოგის ნებართვით შესაძლოა ბოტოქსის გამოყენების ნებართვა გაიცეს  18 წლიდან, თუმცა პროფესიონალები ბოტულოტოქსინის ინექციის გაკეთების რეკომენდაციას უწევენ  30 წლის ასაკიდან.

გარდა ვიზუალური ეფექტისა, ბოტოქსი, განსაკუთრებით ბოლო, პერიოდში აქტიურად გამოიყენება სამკურნალო დანიშნულებითაც.

ბოლო ხანებში აღნიშნულ ინექციას აქტიურად იყენებენ ისეთი  ნევროლოგიური დაავადების წინააღმდეგ, როგორიცაა ქრონიკული შაკიკი. ქრონიკული თავის ტკივილის მქონე ახალგაზრდებში ჩაატარეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ბოტოქსის ინექციებმა შეამცირა თავის ტკივილის დღეების რაოდენობა. მათ ვინც ორჯერ გაიკეთეს ბოტოქსის ინექცია, თვის განმავლობაში თავის ტკივილის დღეები მკვეთრად შემცირდა. ამის მიზეზი არის ის, რომ აღნიშნული ინექცია ბლოკავს ე.წ. ნეიროტრანსმიტერებს, რომლებიც გადმოსცემენ ტკივილის სიგნალებს თავის ტვინიდან.

ბოტოქსს ასევე ეფექტურად იყენებენ დეპრესიის წინააღმდეგ. კვლევები აჩვენებს, რომ წარბებს შორის ინექციის გაკეთებამ შესაძლოა გააუმჯობესოს დეპრესიული ფონი.

ბოტოქსი ასევე გამოიყენება თვალის ისეთი ანომალიების დასამარცხებლად, როგორიცაა სიელმე და ზარმაცი თვალი, ამავდროულად მას შეუძლია გაამარტივოს არაერთი დაავადების სიმპტომი, მოხსნას კისრის კუნთების დაჭიმულობა, და ეფექტურად იყოს გამოყენებული ჭარბოფლიანობის წინააღმდეგ.

ბოტოქსის პროცედურა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო პროცედურად ითვლება. ხარისხიანი პრეპარატის, პროფესიონალი ექიმ-კოსმეტოლოგისა და რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინების შემთხვევაში შესაძლებელია ყოველგვარი გართულების თავიდან აცილება.

პროცედურას შესაძლოა თან ახლდეს ისეთი  გვერდითი ეფექტები, როგორებიცაა:

1.            თავის ტკივილი

2.            გაციების მსგავსი სიმპტომები;

3.            გამომშრალი ან წყლიანი თვალები;

4.            წარბების ასიმეტრია

დღეს, თანამედროვე მედიცინაში ბოტოქსი აღიქმება არა მხოლოდ ვიზუალის გაუმჯობესებისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურ საშუალებად, არამედ სხვადასხვა ანომალიური გამოვლინებებისა და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების შედეგიან მეთოდად. 

Share on Facebook
Brut Barbershop

მენტალური ჯანმრთელობა

06.01.2025
რჩევები
Brut Barbershop

როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ფრჩხილები- ფრჩხილის პროფესიონალური მოვლის უპირატესობები

25.12.2024
რჩევები
Brut Barbershop

თავის მოვლა: ინვესტიცია საკუთარ ჯანმრთელობასა და ბედნიერებაში

27.12.2024
თავის მოვლა
Brut Barbershop

ლაზერული ეპილაცია: უსაფრთხო და ეფექტური გზა არასასურველი თმის მოსაშორებლად

26.12.2024
თავის მოვლა
Brut Barbershop

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია?

21.01.2025
რჩევები
Brut Barbershop

როგორ დავუბრუნდეთ ყოველდღიურ რუტინას დღესასწაულების შემდეგ

13.01.2025
რჩევები
Brut Barbershop

ფილერის ინექცია ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად

21.01.2025
ესთეტიკური მედიცინა