სილამაზე & ესთეტიკა
მენტალური ჯანმრთელობა
ბლოგი
ბიოლაინ ჯატო - გამორჩეული სივრცე საკუთარ თავზე ზრუნვისა და რელაქსაციისთვის
სილამაზე

ბიოლაინ ჯატო - გამორჩეული სივრცე საკუთარ თავზე ზრუნვისა და რელაქსაციისთვის

 “ბიოლაინ ჯატოს” ისტორია თითქმის ნახევარი საუკუნის წინ იტალიაში დაიწყო. ბრენდმა სილამაზის ინდუსტრიაში თავისი ფუნდამენტური ღირებულებებით დაიმკვიდრა ადგილი და წლებთან ერთად საერთაშორისო ბაზარზეც გავიდა. მისი მთავარი მახასიათებლები -ხარისხი და პროფესიონალიზმი კი კომპანიას  ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და კონკურენტუნარიან ბრენდად აქცევს.

საქართველოში “ბიოლაინ ჯატოს” წარმომადგენლობას 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, ბიოლაინ ჯატო Day Spa კი 2021 დასაწყისში, პანდემიის დროს გაიხსნა. ცენტრის შესახებ საინტერესო დეტალებს Day Spa Bioline Jato-ის თანადამფუძნებელი  მარიამ მურვანიძე გვიზიარებს.

 

რა სერვისებს სთავაზობს ბიოლაინ ჯატო  მომხმარებელს?

ჩვენთან შეგიძლიათ გაიკეთოთ როგორც ტანის, ისე  სახის მასაჟები ბიოლაინ ჯატოს პროდუქციით . ასევე,  ჩვენს ცენტრში  ტარდება ბიოლაინ ჯატოს ექსფოლაციის და პილინგის, გასახდომი , გამაახალგაზრდავებელი , გამამკვრივებელი , დეტოქს და ტანის ანტიცელულიტური პროცედურები . ამასთანავე, დიდი არჩევანი გვაქვს სახის პროცედურებზეც. 

ითვალისწინებთ თუ არა სილამაზის სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებს და როგორ ახერხებთ მათ მორგებას უკვე არსებულ სერვისთან?

იტალიაში, კერძოდ, ბოლონიაში, “ბიოლაინ ჯატო”  თავისი ლაბორატორიითა და სკოლითაა წარმოდგენილი, სადაც სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობითა და მათი შესწავლით პროდუქციის ფორმულირება და უახლესი პროცედურული მეთოდოლოგიის შემუშავება ხდება . რაც შეეხება უახლესი ტენდენციების გათვალისწინებას, ზოგადად, ბრენდი ორიენტირებულია გუნდის მუდმივ განვითარებაზე, ამ მიზნით ძალიან  ხშირად ტარდება სპეციალური ტრენინგები, სადაც  ჩვენი სპეციალისტები აქტიურად მონაწილეობენ.

 

 

როგორ აღწერდით თქვენს სილამაზის ცენტრს,  რა არის ის მთავარი ნიშანი, რაც მას ხდის ყველასაგან განსხვავებულს და გამორჩეულს?

პროფესიონალებისაგან შემდგარი  გუნდი, სასიამოვნო გარემო და ის ნედლეული, რომლითაც ვმუშაობთ , ქმნის სინერგიას რომლის გამოც მომხმარებლები  უკან გვიბრუნდებიან. ამასთანავე,  აღვნიშნავ იმასაც, რომ ბუნებრიობა ბოლო წლების  მსოფლიო ტრენდად იქცა. სილამაზის ინდუსტრიაში სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება თავის მოვლა უხეში ჩარევების გარეშე. “ბიოლაინ ჯატოს” ფუნდამენტური მიდგომა და ფილოსოფია კი სწორედ ასეთი ტიპის მანიპულაციებია. ჩვენი სპეციალისტები არ იყენებენ ელექტრო აპარატურას, სასურველ შედეგს მხოლოდ “ბიოლაინ ჯატოს” პროდუქციითა და პროფესიონალური მასაჟით აღწევენ.  ჩვენს გუნდს აქვს ამბიცია,  რომ ჩვენთან ქალაქში საუკეთესო მასაჟი კეთდება.

რომელია თქვენს ცენტრში ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული პროცედურები?

ჩვენთან ყველაზე დიდი მოთხოვნადობით სარგებლობს ტანის და სახის მასაჟი, რასაც ხარისხიანი პროდუქცია და მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მომსახურება განაპირობებს.

 

 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ბიოლაინ ჯატო უკვე რამდენიმე თვეა, რაც პირველ ქართულ ონლაინ ჯავშნების პლატფორმა Bookinghub.ge-სთან თანამშრომლობს, რომლის საშუალებითაც აციფრულებს თავის ბიზნესს და სერვისს მეტად ხელმისაწვდომს, ხოლო, ცენტრში ვიზიტს მეტად მოსახერხებელს ხდის .

 

 

Share on Facebook
Brut Barbershop

ესთეტიკური მედიცინა ნაოჭების წინააღმდეგ-რომელია ყველაზე პოპულარული პროცედურები ასაკთან საბრძოლველად

25.12.2024
ესთეტიკური მედიცინა
Brut Barbershop

რა უნდა გავითვალისწინოთ სოლარიუმში ვიზიტის წინ?

31.01.2025
რჩევები
Brut Barbershop

სპა პროცედურები-ენერგიების აღდგენისა და განტვირთვის საუკეთესო საშუალება

21.01.2025
თავის მოვლა
Brut Barbershop

თმის ცვენა გაზაფხულზე-გამომწვევი მიზეზები და პრევენცია

26.03.2025
თავის მოვლა
რჩევები
Brut Barbershop

Skin Care-ესთეტიკური ცენტრი ინოვაციური მიდგომებითა და ხარისხიანი სერვისებით

07.03.2025
სილამაზე
ესთეტიკური მედიცინა
Brut Barbershop

მენტალური ჯანმრთელობა

06.01.2025
რჩევები
Brut Barbershop

რა გავლენა იქონია ონლაინ ჯავშნების სისტემებმა სილამაზის ინდუსტრიაზე?

27.12.2024
რჩევები
Brut Barbershop

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია?

21.01.2025
რჩევები
Brut Barbershop

ფილერი-ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნების ეფექტური საშუალება

24.02.2025
ესთეტიკური მედიცინა